"ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრისთვის ხელის შეშლას მიზანმიმართულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ცდილობდნენ", - ამის შესახებ პარტია „ლელოს"ერთ-ერთი ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განცხადა.
მისივე თქმით, ეროვნული თანხმობის იდეის სანაცვლოდ „ქართული ოცნება" დაპირისპირებას, აგრესიას, თავდასხმას გვთავაზობს.
„ყვარლის მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა იმისათვის, რომ ეროვნული თანხმობის იდეა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების გზები გაგვეცნო და ჩვენ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფი დაგვხვდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ შეხვედრისთვის მიზანმიმართულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით ხელი შეეშალა. ყველანი არიან იდენტიფიცირებულები. ესენი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ შტაბის აქტიური წევრები. სამწუხაროდ, ასევე ამ ჯგუფში იმყოფებოდა ყვარლის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე და ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ, რომ ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას ხელი შეუშალეს,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, 29 ივნისს, სხვადასხვა ქალაქში პროევროპული კამპანიისთვის მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ ოპოზიციონერებს აგრესიული ჯგუფები დახვდნენ.